მოწინავე ტექნოლოგიები, მაქსიმალური შედეგების მისაღებად ესთეტიკურ მედიცინასა და დერმატოლოგიაში!
ნახშირბადის დიოქსიდის (CO2) ლაზერი ცნობილია, როგორც კანზე არსებული ასაკთან დაკავშირებული დეფექტების კორექციის ყველაზე ეფექტური და სწრაფი მეთოდი. მისი მეშვეობით ხანმოკლე სეანსებში ხორციელდება კანის სიღრმისეული გაახალგაზრდავება, ნაოჭების, ღრმა წვრილი ნაოჭების, ფოტოდაზიანებების, არათანაბარი კანის ფერის კორექცია და მოშვებული, მოდუნებული კანის ლიფტინგი. ასევე, ნაწიბურების, სტრიების კორექცია, კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნების და კანზე არსებული წანაზარდების ეფექტური მოცილება.
CO2 ლაზერის მაქსიმალური შესაძლებლობების და სიმძლავრის გამოყენებით, აბლაციური და თერმული ეფექტების ოპტიმალური კომბინაციით, ბუნიკების ფართო სპექტრით და მკურნალობის მრავალფეროვანი რეჟიმების წყალობით, მსოფლიო ბრენდ ALMA-ს Pixel CO2-ი ლაზერული სისტემა დღევანდელ დღეს წარმოადგენს უდავოდ ყველაზე აკურატულ, ეფექტურ და ინოვაციურ მოწყობილობას დერმატოლოგიაში, კოსმეტოლოგიაში, ესთეტიკურ მედიცინასა და პლასტიკური ქირურგიაში გამოსაყენებლად.
Alma Pixel CO2 არის უაღრესად მოქნილი სისტემა, ხისტი ქსოვილის აბლაციის, ვაპორიზაციის, ამოკვეთის, გაკვეთისა და რბილი ქსოვილების კოაგულაციისთვის. ის ექიმს მკურნალობის პარამეტრების სრული კონტროლის საშუალებას აძლევს. იმპულსის ხანგრძლივობის და ენერგიის გადაცემის მრავალფეროვანი რეჟიმების მეშვეობით, სპეციალისტებს საშუალება აქვთ ზუსტად განსაზღვრონ აბლაციის დონე და სიღრმე, ასევე ეფექტურად აკონტროლონ თერმული მოქმედების სიმძლავრე სამიზნე ქსოვილზე. შედეგად თქვენ შეასრულებთ მაქსიმალურად აკურატულ პროცედურებს და მიაღწევთ სასურველ შედეგებს, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე.
რა შეუძლია PIXEL CO2-ს:
• კანის გამვრივება, ლიფტინგი
• ლაზერული დერმაბრაზია
• კანის გაახალგაზრდავება
• კანზე არსებული სხვადასხვა დეფექტების მოცილება
• ნაწიბურების და სტრიების კორექცია
• ბლეფაროპლასტიკა: რბილი ქსოვილების ლაზერული გაკვეთა / ამოკვეთა - ზედა და ქვედა ქუთუთოს ბლეფაროპლასტიკა
უნივერსალური პლატფორმა Pixel CO2-ის გაოყენება ასევე შეგიძლიათ - გინეკოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა, პირის ღრუს ქირურგიაში და მედიცინის სხვა სფეროებში.
ნახეთ Pixel CO2-ის ვიდეო პრეზენტაციები
PIXEL CO2-ის უპირატესობები
მრავლობითი დერმატოლოგიური, კოსმეტოლოგიური და ესთეტიკური პროცედურები. | |
მაღალტექნოლოგიური ბუნიკების ფართო არჩევანი, მიზნობრივი პროცედურების შესასრულებლად. |
|
ლაზერული სხივის მოხაზულობის (შაბლონების) ფართო ასორტიმენტი. |
|
ფრაქციული და არა ფრაქციული მანიპულაციები. მათ შორის ექსკლუზიური არა აბლაციური რეჟიმი. |
|
უნიკალური პიქსელ ტექნოლოგია. | |
უსაფრთხო მანიპულაცია მგრზნობიარე არეებზე სამუშაოდ. | |
მაქსიმალურად აკურატული და სწრაფი მანიპულაცია. | |
ჩადებული ინვესტიციის სწრაფად ამოღების საშუალება (ROI) |
PIXEL CO2-ის ტექნოლოგიური შესაძლებლობები.
PIXEL CO2 ლაზერი იყენებს 10,600ნმ სიგრძის ტალღას, რომელიც არის იდეალური კოლაგენის მატრიცის განახლებისათვის და ოპტიმალური გადაწყვეტილება ფართო სპექტრის დერმატოლოგიური და კოსმეტოლოგიური პროცედურის შესასრულებლად. PIXEL CO2 არის ყველაზე მძლავრი გადაწყვეტილება, რათა შეასრულოთ ეფექტური, მაღალი სიზუსტის ფრაქციული და არაფრაქციული ლაზერული პროცედურები, თანამედროვე მაღალტექნოლოგიური აპლიკატორების ყველაზე ფართო ასორტიმენტის გამოყენებით.
ინოვაციური, მრავალფუნქციური პლატფორმა, მკურნალობის ასობით ფუნქციით, უღებს კარს დერმატოლოგიური და ქირურგიულ მკურნალობის ახალ შესაძლებლობებს. ეს მოიცავს: კერატოზებს, მზის/აქტინურ ელასტოზებს, აკნესმიერ ნაწიბურებს, ქირურგიულ ნაწიბურებს, რინოფიმებს, კანის პაპილომასა და სხვ.
PIXEL CO2 მოწინავე და თანამედროვე აპლიკატორების მეშვეობით ასევე წარმატებით გამოიყენება გინეკოლოგიაში, ოტორინოლარინგოლოგიასა (ENT) და მედიცინის სხვა სფეროებში.
ოპერირების რეჟიმები
PIXEL CO2 ლაზერული სისტემა გთავაზობთ ენერგიის მიწოდების 4 სხვადასხვა რეჟიმს:
1. CW რეჟიმი (განგრძობითი ტალღა):
წარმოქმნის ერთ განგრძობით და თანმიმდევრულ ლაზერულ ენერგიას, რომელიც, ტიპიურად, გამოიყენება ქსოვილის ამოსაკვეთად ან გასაკვეთად.
2. პულსირების რეჟიმი (ერთეული იმპულსი):
წარმოქმნის ლაზერული ენერგიის ერთჯერად პულსს, ენერგიის უფრო დაკვირვებითა და ზუსტად მიწოდებისთვის.
3. განმეორებითი რეჟიმი:
წარმოქმნის მოკლე ან გრძელი იმპულსების სერიას, ცვლადი სიჩქარით.
4. სუპერ პულსირების რეჟიმი:
სუპერ პულსირების რეჟიმი უზრუნველყოფს მაღალი მწვერვალოვანი სიმძლავრის წარმოქმნას, იმპულსის ყველაზე ხანმოკლე ხანგრძლივობით, რაც გარემომცველი ქსოვილების მინიმალური დაზიანებით, ქსოვილში ყველაზე ღრმა შეღწევის საშუალებას იძლევა. ეს რეჟიმი სპეციალურად შექმნილია დამზოგავი აბლაციის განსახორციელებლად, ანთებითი პროცესის განვითარების გარეშე. ამ ტექნოლოგიის მეშვეობით თქვენ მოკლე დროში მიაღწევთ გასაოცარ შედეგებს. უზრუნველყოფთ მომატებულ კოფორტს პაციენტებისათვის, ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდით.
ფრაქციული ლაზერის მეთოდი.
ტრადიციული აბლაციური ლაზერით კანის ზედაპირის ხელახალი ფორმირებისგან განსხვავებით, რომელიც კანის სრულ ზედაპირს აცილებს, PIXEL CO2 იყენებს ფრაქციული მიწოდების მეთოდს, რომელიც კანზე ქმნის პიქსელის ზომის პერფორაციებს, ტოვებს რა მიმდებარე ქსოვილებს ხელშეუხებელს. პერფორაციებს შორის დაუზიანებელი კანის შენარჩუნება, მის უფრო ხანმოკლე დროში აღდგენას განაპირობებს, ხელს უწყობს რა დაჩქარებულ რეეპითელიზაციას, ახალი კოლაგენის წარმოქმნას, ქსოვილის განახლებასა და არსებული ბოჭკოების შეკუმშვას.
ფრაქციული მკურნალობა აკონტროლებს და მნიშვნელოვნად ამცირებს არასასურველი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, როგორებიცაა მოგვიანებითი ჰიპოპიგმენტაცია, ნაწიბურის წარმოქმნა, ანთებისშემდგომი ჰიპერპიგმენტაცია, ინფექცია და მუდმივი ერითემა. კანის ზედაპირის ხელახალი წარმოქმნის სხვა მეთოდებთან შედარებით (მიკროდერმაბრაზია), პროცედურა არის მეტად კომფორტული ხოლო რეაბილიტაციის პერიოდი გაცილებით ხანმოკლე.
ფრაქციული მეთოდი იდეალურია კანის ზედაპირის ხელახალი ფორმირებისა და გამაახალგაზრდავებელი მკურნალობისთვის, ნაწიბურების კორექციისათვის, კანის ტონის, ელასტიკურობისა და ტექსტურის გასაუმჯობესებლად, და ზედაპირული პიგმენტაციების აღმოსაფხვრელად.
„ALMA-ს PIXEL CO2 ტექნოლოგია შესანიშნავ შედეგებს აღწევს კანის გაახალგაზრდავებაში. Pixel აპლიკატორის ღმა თერმული ეფექტი ახდენს კოლაგენის განახლების სტიმულირებას, რაც წვრილი და მსხვილი ნაოჭების კორექციისთვის საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. iPixel გორგოლაჭიანი ბუნიკი პროცედურის სწრაფი ჩატარების შესაძლებლობებს იძლევა, გვაძლევს რა საშუალებას, უფრო ჩქარა, მარტივად და ეფექტურად ვუმკურნალოთ უფრო დიდ არეებს“
ექ. აკი ფრიდმანი, დერმატოლოგი, iSkin Clinic
PIXEL CO2-ის ბუნიკები.
ფოკუსური ბუნიკები
მოკვეთა-კოაგულაცია პროცესის სრულყოფილი კონტროლით, იდეალური სხვადასხვა ქირურგიული მანიპულაციის შესასრულებლად.
ALMA-ს ფოკუსური ბუნიკები აერთიანებენ გაკვეთა-კოაგულაციის რეჟიმს ერთ პარამეტრში. სინერგიული მოქმედების მეშვეობით, ექიმებს, საშუალება აქვთ, აღნიშნული ორი ქმედება განახორციელონ ერთ პროცედურაში, პარამეტრების და ბუნიკების შეცვლის გარეშე.
,,მოკვეთის“ (აბლაციურ) რეჟიმში, ხანმოკლე იმპულსები წარმოქმნიან მაღალ მწვერვალოვან სიმძლავრეს, რაც იწვევს ქსოვილის დაუყოვნებლივ აბლაციას. „კოაგულაციის“ (თერმულ) რეჟიმში, უფრო გრძელი იმპულსი წარმოქმნის დაბლიდან-საშუალომდე სიმძლავრის ენერგიას. წარმოქმნილი სითბური ეფექტი თავის მხრივ, იწვევს სისხლძარღვებისა და ქსოვილების შეჭმუხვნას. იმპულსის აღნიშნული თანმიმდევრული მოქმედების მექანიზმი, ექიმებს საშუალებას აძლევს უზრუნველყონ ქსოვილის ოპტიმალური გაკვეთა ან ამოკვეთა, მინიმალური სისხლდენით, და მომატებული კომფორტით პაციენტებისათვის. შემცირებულია რეაბილიტაციის პერიოდი.
ALMA გთავაზობთ ორი სხვადასხვა ზომის ფოკუსურ ბუნიკს, რომლებიც რბილი ქსოვილების აკურატულად ამოკვეთის საშუალებას იძლევა.
VSS ბუნიკი - სხვადასხვა ზომის ფოკუსური წერტილით
VSS საშუალებას გაძლევთ არეგულიროთ ფოკუსური წერტილის ზომა, იდეალურია კანზე არსებული სხვადასხვა სახის დეფექტების მოსაცილებლად.
VSS აპლიკატორი საშუალებას გაძლევთ მარტივად შეცვალოთ ლაზერული სხივის ფოკუსური წერტილის ზომა 1 მმ-დან 4 მმ-მდე. აღნიშნული ბუნიკი საგრძნობლად ამარტივებს მუშაობის პროცესს. ის იდეალურია კანის ჩანართებისა და სხვა კეთილთვისებიანი ახალწარმონაქმნების მოცილებისთვის, ინდივიდუალურ პიგმენტურ დაზიანებებთან ერთად.
პიქსელ ბუნიკი
მაღალი თერმული ეფექტი, ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი. პიქსელ ბუნიკი იდეალურია ნაოჭების კორექციისა და მოშვებული კანის ლიფტინგისთვის (კანის დაჭიმვა)
Pixel CO2-ი გთავაზობთ ინოვაციურ 7x7მმ და 9x9მმ მარკირების პიქსელ აპლიკატორებს. ისინი კანს აწვდიან CO2 ლაზერის ენერგიას, დიფრაქციული ოპტიკური ელემენტის (DOE) მეშვეობით, რომელიც სხივის პიქსელირებას ახდენს 49 ან 81 პიქსელამდე. მოცემული ტექნოლოგია კანზე ახდენს მიკროაბლაციურ-ფრაქციულ ზემოქმედებას, თანაბარი მიკროსკოპული ლაზერული სვეტების მეშვეობით. კანზე ლაზერული სხივი მიეწოდება კვადრატული შაბლონით, ფოკუსის წერტილი ზომა არის 11x11მმ.
მოცემული ინოვაციური მიდგომა უზრუნველყოფს, მაღალი ენერგიის გამოყენებას, მეტი ხანგრძლივობის იმპულსით, ქმნის რა უფრო მაღალ კოაგულაციურ და თერმულ ეფექტს, მინიმალური აბლაციით. შედეგად პაციენტის რეაბილიტაციის პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირებულია.
პიქსელ ბუნიკები ღრმა თერმული ეფექტით, იდეალურს ხდის მას კანის გაახალგაზრდავებისათვის და წვრილი და მსხვილი ნაოჭების კორექციისათვის.
iPixel როლერი
გორგოლაჭებიანი ბუნიკი, სწრაფი, აბლაციური პროცედურის შესასრულებლად - იდეალურია ფართო ზონების დასამუშავებლად.
iPixel ბუნიკი კანის გასწვრივ მოძრაობისას, ახდენს ლაზერის 7 თანმიმდევრულ პიქსელური სხივის ემისიას. ის დიდი არეების სწრაფად დამუშავების საშუალებას იძლევა.
გორგოლაჭის მოძრაობისას ხდება მაღალი სიმძლავრის ლაზერული იმპულსის გენერირება, წარმოქმნილი სხივი იყოფა შვიდ თანაბრად დაშორებულ ჰორიზონტალურ იმპულსად. შედეგად ხორციელდება ეფექტური თერმული და აბლაციური ზემოქმედება კანზე.
აღნიშნული მანიპულაციით ხდება კანის ეფექტური რემოდელირება და კანის ზედაპირის ხელახალი ფორმირება ( დერმაბრაზია ). ოპტიმალური ენერგიით კანის ფრაქცირების შემდგომ, დაზიანებული ქსოვილი მალევე მოშუშდება. iPixel ბუნიკი არის იდეალური გადაწყვეტილება კანის გასაახალგაზრდავებლად და სხვადასხვა სახის პიგმენტაციების სამკურნალოდ.
LiteScan
მრავალფუნქციური, ფრაქციული სკანერ სისტემა აბლაციური პროცედურების ეფექტურად შესასრულებლად, იდეალურია კანის ტექსტურის გასაუმჯობესებლად და სხვადასხვა სახის პიგმენტაციების სამკურნალოდ, მათ შორის ნაწიბურებისა და სტრიების კორექციისათვის.
LiteScan არის მიკროპროცესორით კონტროლირებადი ლაზერული სკანერ სისტემა. მისი მეშვეობით თქვენ შეძლებთ ფართო არეების განსაკუთრებით მოკლე დროში დამუშავებას და რაც მთავარია ჩაატარებთ აბლაციურ პროცედურებს გვერდითი ეფექტების გარეშე. ინოვაციური სისტემა მოწოდებულია მრავალი დერმატოლოგიური, კოსმეტიკური და ქირურგიული მიზნით გამოსაყენებლად. ხელმისაწვდომია სკანირების მრავალი რეჟიმი, კვადრატული ან წრიული, სპირალური, ბადისებრი ან წრფივი შაბლონების ჩათვლით, ისევე, როგორც სწორი ან მოდრეკილი ხაზების სახით.
LiteScan ახდენს მკურნალობის ეფექტურობის ოპტიმიზაციას, თითოეულ პიქსელზე უფრო დიდი ენერგიის გამოყოფის გზით, უფრო მოკლე პულსებით აბლაციური პროცედურებისთვის. გალვანომეტრიული სკანირების ძრავი სკანირების თითოეულ არეში ენერგიას უფრო სწრაფად აწვდის, ვიდრე მაფოკუსირებელი აპლიკატორები, ზედაპირის უფრო დიდი არეების სწრაფი და ეფექტური მოცვისთვის.
SkinTight
არა აბლაციური ლაზერული ბუნიკი, რეაბილიტაციის პერიოდის გარეშე კანის გასაახალგაზრდავებლად.
ახალი, ექსკლუზიური დიზაინის მქონე SkinTight აპლიკატორი შექმნილია სპეციალურად Pixel CO2 პლატფორმისთვის, მოშვებული კანის ეფექტურად დასაჭიმად. მისი მახასიათებელია მოზრდილი, 6მმ ზომის დამიზნების წერტილი და იყენებს დაბალი სიმკვრივის დეფოკუსირებულ ლაზერის სხივს, კანის ნაზად გასათბობად, აბლაციის გარეშე; დერმული შრის ეფექტური გათბობა და ნეოკოლაგენეზის სტიმულირება.
კანზე ენერგია მიეწოდება მასზე კონტაქტის გარეშე. SkinTight არის იდეალური ბუნიკი ზედაპირული და ღრმა ნაოჭების საკორექციოდ, მათ შორის სახის, კისრისა და დეკოლტეს არეში კანის დაჭიმვისთვის.

მრავალი წლის განმავლობაში მიმუშავია არა ერთი CO2 ლაზერით. თუმცა ცალსახად არც ერთი მათგანი არ ყოფილა იმდენად სრულყოფილი, მრავალფუნქციური და ეფექტური როგორც ALMA-ს Pixel CO2-ი. ერთი უნივერსალური პლატფორმით მე ვაკმაყოფილება ნებისმიერი პაციენტის მოთხოვნას. ეს არის ყველაზე საიმედო და მძლავრი ლაზერული დანადგარი, მათ შორის რომლებზეც მე მიმუშავია.
გაოცებული ვარ იმ შთამბეჭდავი შედეგებით რომელსაც ვაღწევ Pixel CO2-ის მეშვეობით. ბოლოდროინდელი ინოვაციებიდან გამოვარჩევდი უნიკალურ ბუნიკს SkinTight-ს. მისი სიმსუბუქე და ერგონომიული დიზაინი, ადვილად გამოსაყენებელს ხდის მას ყოველდღიურ პრაქტიკაში. დაუყოვნებელი შედეგები აჩვენებს, რომ ეს აპლიკატორი ნამდვილად ასრულებს დანაპირებს.
Alma-ს Pixel CO2 ტექნოლოგია შესანიშნავ შედეგებს აღწევს კანის გაახალგაზრდავებაში. პიქსელ აპლიკატორის ღმა თერმული ეფექტი ახდენს კოლაგენის განახლების სტიმულირებას, რაც წვრილი და მსხვილი ნაოჭების კორექციისთვის იდეალურს ხდის მას. iPixel როლერ სისტემა საშუალებას გვაძლევს უფრო სწრაფად, მარტივად და ეფექტურად ვუმკურნალოთ დიდ არეებს.
Pixel CO2 გორგოლაჭიანი აპლიკატორით, უალტერნატივო კომბინაციაა ნაწიბურებისა და სტრიების კორექციისათვის.
არა-ინვაზიური მაღალტექნოლოგიური პროცედურები ესთეტიკური მედიცინის მომავალს წარმოადგენს. დღევანდელ დღეს ამ პროცედურების მაქსიმალურად ეფექტურად და უმტკივნეულოდ შესასრულებლად საუკეთესო სისტემას უდაოდ წარმოადგენს ALMA-ს Pixel CO2 ლაზერული დანადგარი.
Pixel CO2 გენიალურია; ის აუცილებელი დანადგარია ყველა დერმატოლოგისა და პლასტიკური ქირურგისთვის.