გსურთ დაიწყოთ ბიზნესი ესთეტიკის სფეროში? მაშინ ერთადერთი ადგილი სადაც შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიონალური კონსულტაცია, გახლავთ კომპანია SANSO!

ინოვაციური პროგრამის SANSO Start Up Pro-ს ფარგლებში თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ბიზნესი ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით!

1 - პროექტის ფარგლებში ჩვენი კომპანია მოგაწვდით დეტალურ ბიზნეს და ფინანსურ ანალიზს იმის დასტურად თუ რამდენად დიდი შემოსავალი შეგიძლიათ მიიღოთ დროის მოკლე მონაკვეთში, მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ინოვაციური დანადგარების მეშვეობით. ეს დოკუმენტები უმჯობესია გაიაროთ ჩვენს მენეჯერთან შეხვედრისას.

2 - დანადგარის შესაძენად ჩვენ გთავაზობთ გადახდის ინოვაციურ მეთოდს ,,30-70" - ეს გულისხმობს დაფინანსებას სალიზინგო კომპანიისა და ჩვენს მიერ. უფრო ზუსტად ეს ნიშნავს, რომ 30%-ს გიფინანსებთ კომპანია SANSO ხოლო 70%-ს სალიზინგო კომპანია, შესაბამისად თქვენ საწყის ეტაპზე არავითარი დანახარჯი არ გექნებათ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ჩვენს ფინანსურ დეპარტამენტთან კონკრეტული ქეისის განხილვა. რის შემდეგაც უკვე დანამდვილებით გეტყვით რეალურად თქვენ შემთხვევაში გამოვა ეს პროექტი თუ არა.

3 - როგორც კი პროექტი დამტკიცდება, ჩვენი კლინიკური მენეჯერი დაიწყებს თქვენი პერსონალის გადამზადებას, ჩვენს ბაზაზე საქართველოში ან ისრაელში. ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და ამისთვის უმჯობესია გაესაუბროთ შესაბამის მენეჯერს.

4 - ჩვენი კომპანია დაგეხმარებათ შესაბამისი ფართის მოძიებაში - ეს იქნება ან ცალკე ფართი ან უკვე არსებულ აქტიურ ცენტრში განათავსებთ თქვენს აპარატს.

5 - პარალელურად ჩვენ მოგაწვდით შესაბამის ბიზნეს გაიდლაინებს ქართულ ენაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიოთ წარმატებას ესთეტიკის ბაზარზე საქართველოში.


ამის გარდა კიდევ ბევრი დეტალია, რაც უმჯობესია გაიაროთ ჩვენს მენეჯერთან შეხვედრისას.


ნახეთ ALMA-ს ვიდეო პრეზენტაცია