იმისთვის, რომ იყოთ წარმატებული, აუცილებელია იყოთ განსხვავებული!

ჯანმრთელი, კაშკაშა, გლამურული კანი არ უნდა იყოს ფუფუნება!

სტრესი, დაბინძურებული გარემო, ულტრაიისფერი სხივები, დაუბალანსებელი კვება, ეს იმ ფაქტორების არასრული ჩამონათვალია, რასაც ჩვენს კანზე უარყოფითი გავლენის მოხდენა შეუძლია. ასაკის მატებასთან ერთად, კანი ხდება მშრალი, მოშვებული, ჩნდება ნაოჭები, კანის ტექსტურა ხდება უხეში და არათანაბარი. ამ დროს კანის შესახედაობის გასაუმჯობესებლად, და მისთვის ჯანმრთელი, ახალგაზრდული იერსახის დასაბრუნებლად, აუცილებელია სათანადო პროცედურების ჩატარება.

ჩვენ შევქმენით უნიკალური აპარატი Beauty Reboost - ეს არის კანის გაახალგაზრდავების რევოლუციური პლატფორმა, რომელიც კურნავს სახის კანზე არსებულ დეფექტებს და რაც მთავარია, უმეტეს შემთხვევაში შედეგები თვალშისაცემია, უკვე პირველი პროცედურის შემდეგ!

ALMA Beauty Reboost- ეს არის ინოვაციური Anti-Age აპარატი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შესთავაზოთ პაციენტებს თანამედროვე, უინექციო მეზოთერაპიისა და ბიორევიტალიზაციის პროცედურები.

Beauty Reboost-ის შედეგიანობა დამტკიცებულია მრავალი კლინიკური და ლაბორატორიული კვლევის შედეგად. ტესტირებისას დადგინდა, რომ მოცემული ტექნოლოგია, მედიკამენტის ღრმად ტრანსეპიდერმულ შრეში გადატანის წყალობით, ახდენს პოზიტიურ ცვლილებებს კანის სტრუქტურაში!

დანიშნულებების მცირე ჩამონათვალი:

•    კანის გაახალგაზრდავება
•    კანის გათეთრება
•    მოშვებული კანის / ნაოჭების კორექცია
•    კანის გაჯანსაღება - ცხიმიანი, გამომშრალი კანის მკურნალობა, ასევე სიწითლეების და მზის სხივისგან მიღებული დაზიანებების ალაგება  და ა.შ.

ნახეთ BEAUTY REBOOST-ის ვიდეო პრეზენტაცია

ტექნოლოგია დაფუძნებულია, კანზე აკუსტიკური ტალღების, მექანიკურ და წნევით მოქმედებაზე. უნიკალური Impact ტექნოლოგია - ეს არის საუკეთესო მეთოდი მედიკამენტის (კოქტეილის) ღრმად, ტრანსეპიდერმულ სივრცეში გადასატანად. კანის ექსფოლაციის მექანიზმით, ხორციელდება კანზე მკვდარი უჯრედების და ზედმეტი ცხიმის მოშორება.

Impact-ი მოქმედებს შემდეგი მექანიზმით ,,მიწოლა-ამოქაჩვა" ანუ გამოიმუშავებს წყვეტილ, დადებით და უარყოფით ტალღებს. ამის შედეგად, აქტიური ნივთიერებები, ეფექტურად გაივლიან სპეციალური Pixel Pen-ით შექმნილ მიკრო ხვრელებში. ამ დროს, ორმხრივი ეფექტის მეშვეობით, ხვრელებში არსებული უჯრედშიდა სითხე თავისუფლდება და ნივთიერება (კოქტეილი) აღწევს ღრმად სამიზნე ქსოვილში.

აკუსტიკური ტალღები, ასევე წარმოქმიან აიროვან ბუშტებს კანის რქოვანა ან ბარიერულ შრეში, სადაც სწრაფად გაბერვის და გახეთქვის ხარჯზე ხდება ბილიპიდური შრის დესტრუქცია. წარმოიქმნება 25-75 მიკრომეტრის დიამეტრის მქონე ნაპრალები და ფორები, იზრდება რქოვანა შრის ლიპიდების თხევადობა.

სუბეპიდერმული ქსოვილების მომატებული თხევადობა უზრუნველყოფს ადგილობრივად გამოყენებადი ინგრედიენტების ოპტიმალურ შეღწევადობას, რაც ზრდის პროცედურის ეფექტურობას. კანის სტრუქტურის აღდგენითი პროცესების დასაჩქარებლად ორივე, ჰიდროფილური და ჰიდროფობური პრეპარატები, ეფექტურად აღწევენ ქსოვილში დასახულ სიღრმეს და აპლიკაციის შემდეგ 30 წთ.ის განმავლობაში რჩებიან აქტიურები.

Reboost-ის უპირატესობები

•    შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე მუშაობა
•    ნებისმიერი ტიპის კანზე
•    მომენტალური გასაოცარი შედეგების მიღება
•    Lunch Time პროცედურები
•    რეაბილიტაციის პერიოდის არ არსებობა

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ