მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
ფსორიაზი კანის ავტოიმუნური ანთებითი დაავადება, ქრონიკული დერმატოზი, რომელიც მიმდინარეობს კანის, ზოგჯერ კი სახსრებისა და ფრჩხილების დაზიანებით; გადამდები არაა. იგი კანის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა, მიეკუთვნება ქრონიკულ დაავადებებს, მიმდინარეობს წლების განმავლობაში, რეცივიდებისა და რემისიების მონაცვლეობით. ფსორიაზის შედეგად კანზე ჩნდება სქელი, თეთრი, ვერცხლისფერი ან წითელი ლაქები.
ALMA-ს ინოვაციური Excimer ტექნოლოგია ფსორიაზით დაზარალებულ პაციენტებს, სთავაზობს ალტერნატიულ სინათლეზე დაფუძნებულ თერაპიას, რომელიც არ გულისხმობს ფარმაცევტულ ჩარევას. ხანგრძლივი კლინიკური და სამეცნიერო კვლევების შედეგად პაციენტები Excimer პროცედურის შემდეგ საგრძნობ გაუმჯობესებაზე მიუთითებენ.