მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
პაციენტებს შორის, სხეულის კორექცია განსაკუთრებულად პოპულარული ესთეტიკური პროცედურაა, მათ სურთ ცელულიტის იერსახე გახადონ გლუვი, შეამცირონ მისი გარშემოწერილობა, გაამკვრივონ მოდუნებული კანი, რასაც საბოლოოდ, წონის კლებამდე მივყავართ. დღევანდელ დღეს შედეგის მიღწევა სხვადასხვა საშუალებითაა შესაძლებელი, თუმცა ყველაზე მოთხოვნადი ცალსახად არა ინვაზიური პროცედურებია.
მსოფლიო ბრენდი ALMA გთავაზობთ კომბინირებულ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს, არა ინვაზიური სხეულის კორექციის პროცედურის შესასრულებლად. დღევანდელ დღეს მსოფლიოში წამყვან პლატფორმას წარმოადგენს რევოლუციური დანადგარი Accent Prime. უნიკალური პლატფორმა როგორც ულტრაბგერით, ასევე მაღალი სიხშირის რადიოტალღურ (RF) ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული. მათი კომბინაციის შედეგად თქვენ მიაღწევთ გასაოცარ შედეგებს და დააკმაყოფილებთ ნებისმიერი პაციენტის მოთხოვნას. დაუბრუნებთ მათ სხეულს ბუნებრივ ფორმებს, შედეგი კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება. მტკინვეული და ინვაზიური პროცედურებისგან განსხვავებით, Accent Prime-ით მკურნალობა არის უსაფრთხო, ეფექტური და შესაფერისია ნებისმიერი კანისა თუ სხეულის ტიპისათვის. არ საჭიროებს პაციენტის რეაბილიტაციას.
როგორ მუშაობს არაინვაზიური ცხიმის დაშლის ტექნიკა?
სამკურნალო ზონას მიეწოდება ენერგია, რომელიც ჰომოგენურად ნაწილდება. ენერგია უმიზნებს შერჩევითად მსოლოდ ცხიმის უჯრედებს და ანადგურებს მათ, მის გარშემო კანი კი დაუზიანებელი რჩება. მტკიცედ გამჯდარი ცხიმი ლიმფურ სისტემაშია განლაგებული. ღრმა თერმული ეფექტი ამკვრივებს კანს. პაციენტს შეუძლია გაიჯანსაღოს მუცელი, თეძოები, ბარძაყები, დუნდულები და სხვა მოცულობითი ზონები სწრაფად და ეფექტურად, კლინიკურად დამტკიცებული სხეულის ძერწვის მოწყობილებების საშუალებით. ამასთანავე, ALMA გთავაზობთ ექსკლუზიური ბუნიკების ფართო არჩევანს, რომლებიც დაფუძნებულია ინოვაციურ ულტრაბგერით და RF ტექნოლოგიებზე. მათი მეშვეობით თქვენ მოერგებით ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევას.
ექკლუზიური ბუნიკების წყალობით თქვენ ასევე შეძლებთ მცირე უბნების მკურნალობას: ნიკაპქვეშა (ღაბაბი), ყბის ხაზი, იღლია, მუხლები და სხვა. შედეგები პირველივე სეანსის შემდგომ თვალსაჩინოა, თუმცა საუკეთესო შედეგების მისაღწევად საჭიროა 4-6 პროცედურა.