მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

სახის კორექცია

დაბერების პროცესთან ერთად სახის კანი იცვლის შესახედაობას, ჩნდება ნაოჭები, კანი იწყებს მოშვებას, კარგავს ტონალობას, იცვლის ტექსტურას და კოლაგენის ბოჭკოების მოშვების გამო მცირდება ელასტიურობა. სწორედ ეს არის მიზეზი რის გამოც მსოფლიოში ამდენი ადამიანი იმისათვის, რომ გამოიყურებოდეს რაც შეიძლება ახალგაზრდულად მიმართავს სხვადასხვა სახის კოსმეტიკურ პროცედურებს.

აღნიშნულ პროცესებთან საბრძოლველად, მსოფლიო ბრენდი ALMA გთავაზობთ ექსკლუზიურ ტექნოლოგიებს სხვადასხვა კლინიკური ჩვენების ეფექტურად სამკურნალოდ. თითოეული ტექნოლოგია გახლავთ კლინიკურად დამტკიცებული, როგორც უსაფრთხო და ეფექტური მეთოდი ნებისმიერი ტიპის კანზე, თუნდაც ყველაზე მგრძნობიარე არეებზე სამუშაოდ, მაგ: სახის, კისრის და დეკოლტეს მიდამოებში. კანის რემოდელირების აღნიშნული მეთოდები უმეტეს შემთხვევაში იძლევა სწრაფ და მაღალ ეფექტურ შედეგს. დროთა განმავლობაში, პროცედურების განმეორებასთან ერთად შედეგი უმჯობესდება და ნარჩუნდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

პირველი, რასაც სარკეში ჩახედვისას ვხედავთ, სახეა - ჩვენ, გულწრფელად გვწამს, რომ მას ღიმილით უნდა ვხვდებოდეთ.

 

   

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

Burane II

Legato II

Harmony XL Pro

Accent Prime

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ