მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

კარბონის პილინგი

შესთავაზეთ პაციენტებს სელებრითების საყვარელი კანის გაჯანსაღების პროცედურა!

კარბონის პილინგი უკონტაქტო, სრულიად უმტკინვეულო, ლაზელური კანის გაჯანსაღების საშუალებაა, რომელიც სწრაფად და ეფექტურად ასწორებს სხვადასხვა კანის დეფექტებს. პროცედურას არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები, არ საჭიროებს სარეაბილიტაციო პერიოდს და დაუყოვნებლივ ავლენს შედეგებს.

კარბონის ლაზერული პილინგი უმტკივნეულო და ეფექტური ინოვაციური კოსმეტიკური პროცედურაა. ის აქრობს კანის პრობლემის გამომწვევ მიზეზს და არა სიმპტომებს.

მსოფლიოს წამყვანმა კოსმეტოლოგებმა, კარბონის პილინგს, ნამდვილი პანაცეა უწოდეს !  ის იდეალურად უხდება როგოც პრობლემური კანის (აკნე) მქონე მოზარდებს,  ასევე მოზრდილებს, რომლებიც ზრუნავენ  კანის ახალგაზრდობისადა სიმკვრივის დიდხანს შენარჩუნებაზე. კარბონის პილინგი, მისაღებია ნორმალური კანისთვისაც – პროცედურის შემდეგ ის სიმკვრივეს, თანაბარ რელიეფს და ერთგვაროვან - ბრწყინვალე ფერს იძენს.

 

  


სხვა პილინგებისგან განსხვავებით, კარბონის პილინგის უპირატესობა  გახლავთ ის, რომ მისი გაკეთება წლის ნებისმიერ დროს, ყველაზე ცხელ ზაფხულშიც კი შეიძლება!

დღენადელ დღეს კარბონული პილინგის ჩატარება ყველაზე ეფექტურია ინოვაციურ ლაზერულ სისტემა ALMA Q-სთან კომბინაციაში. სახისკანი, სპეციალური ნანოგელით იფარება და ლაზერული მსუბუქი პილინგი კანს გარქოვანებულ ფენას აცილებს. ხორციელდება ფოტოთერმოლიზი, ლაზერული იმპულსების საშუალებით. კონტროლირებადი ღრმა გათბობის შედეგად, დერმა ელასტინის და კოლაგენის გამომუშავებას იწყებს. ასე იწყება გაახალგაზრდავების პროცესი. ცვლილებას კანზე, პირველივე პროცედურის შემდეგ იგრძნობთ, ეფექტი კი დროთა მანძილზე იზრდება. პროცედურა ფენებად აცილებს კანს, ასუფთავებს და ამჭიდროებს ფორებს, ამცირებს ცხიმის გამოყოფას და გლუვს ხდის გაუხეშებულ, არათანაბარი კანის სტრუქტურას.

უნიკალური ორ სტადიად დაყოფილი მიდგომით, ALMA-Q-თი შესრულებული კარბონის პილინგის ეფექტურობა მაქსიმუმს აღწევს. სისტემა მოწოდებულია 2 სხვადასსხვა რეჟიმის ლაზერული ტექნოლოგიით.

პროცედურა შესაფერია ნებისმიერი ტიპის კანისთვის, და განსაკუთრებულად სასარგებლოა ცხიმიანი კანის, ფერიჭამელების, გაფართოებული ფორების, უხეში/არათანაბარი კანის სტრუქტურის და აკნეს მქონე პაციენტებისთვის.

 

Carbon Peelუპირატესობები:


•    გაუმჯობესებული და  მომენტალური შედეგიანობა
•    ხანმოკლე პროცედურა (პროცედურის გაკეთება შესაძლებელია ლანჩის დროს)
•    უკონტაქტო და სუფთა პროცესი
•    სრულიად უმტკინვეულო
•    არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები


 

 

ALMA Q Carbon Peelტექნოლოგია

კარბონის პილინგი ტარდება ინოვაციური ლაზერული პლატფორმის ALMA-Q-ს მეშვეობით. ALMA-Q არის მძლავრი, ნეოდიუმის (Nd:YAG) ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ლაზერული პლატფორმა. ერთ უნივერსალურ დანადგარში ინტეგრირებულია სამი სხვადასხვა რეჟიმი - Q-Switched (3-7 ნანოწამამდე), გრძელ ტალღოვანი და კვაზი-გრძელტალღოვანი ნეოდიუმის ლაზერი. ჩვენ გთავაზობთ ლაზელური ტალღის სიგრძის მრავალფეროვან არჩევანს, გამორჩეულად მოკლე პულსის ხანგრძლივობას (7ნწმ) და სხვადასხვა ზომის აპლიკატორების მთელ რიგს.

სისტემა ასევე მოწოდებულია ფართო 8 მილიმეტრის ზომის აპლიკატორით, რომელიც პილინგის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

კარბონის პილინგის პროცედურა იწყება აქტივიზირებული კარბონის შრის სახეზე დატანვით. შავი ფერის კრემი გარე ხელოვნურ ქრომოფორას, იგივე ფოტო-გამაძლიერებლის როლს ასრულებს, რომ გაზარდოს ლაზერის ფოტოთერმული და ფოტოაკუსტიკური ეფექტები სამკურნალო ზონაში.

როგორც კი კრემი ფორებში შეაღწევს, ლაზერი გაივლის კარბონის შრეს, რომელიც ახურებს და ანადგურებს კარბონის ნაწილაკებს კანის ზედაპირზე და ფორებს შიგნით. აღწევს ღრმა კანის ზედაპირის გასწორების ეფექტს და კანის სიგლუვეს პროცედურის დასრულებისთანავე.    

''ALMA-Q კარბონის პილინგი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია კანის გაწმენდის და გაახალგაზრდავებისთვის, რაც ჩემს კლინიკაში გამომიყენებია. ლაზერის და სამედიცინო-ხარისხის კარბონის კომბინაცია, კანს უმაღლეს დონეზე წმენდს და აუმჯობესებს კანის ტექსტურასა და შეფერილობას. სწრაფი პროცედურა და დაუყოვნებლივი შედეგები, პილინგს მეტად მოხერხებულს, უმაღლესად ეფექტურს ხდის. მისი ხანგრძლივობიდან გამომდინარე, პროცედურის ჩატარება ლანჩის დროსაა შესაძლებელი’’
დოქტორ ეკი ფრიდმან, დერმატოლოგი, i-Skin კლინიკა''

დოქტორ ეკი ფრიდმან, დერმატოლოგი, i-Skin კლინიკა

 

 

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

ALMA Q

Harmony XL Pro

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ