მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
სტრიების გაჩენა, ძირითადად, ორსულობას, წონის მკვეთრ ცვლილებას და ჰორმონალურ დარღვევებს უკავშირდება და ქალების უმრავლესობას აწუხებს.
სტრიები კანის გაწელვის შედეგად წარმოქმნილი ლაქებია, რომელიც ყველაზე ხშირად მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე და ბარძაყებზე ჩნდება და დიდ დისკომფორტს უქმნის ქალბატონებს. საქმე ის არის, რომ გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს, რაც მის ზედა შრეში ნახეთქებს აჩენს. ახალგაჩენილ სტრიები თავიდან წითელია, შემდეგ ნელ-ნელა ღიავდება და თეთრდება (ნაწიბურებს ემსგავსება), კანი კი ამ ადგილას ძალიან მშრალი რჩება და იჭმუჭნება.
ALMA გთავაზობთ რადიოტალღაზე (RF) და ლაზერულ სხივზე დაფუძნებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებს, რომლებიც აუმჯობესებენ სტრიებისგან გამოწვეულ კანის ფერს და სტრუქტურას. პროცედურა არის მინიმალურად მტკივნეული და არ საჭიროებს რეაბილიტაციის პერიოდს. თერაპიის შედეგად ძველი ნაიარევი ქსოვილის ჩანაცვლება ხდება ახალი კოლაგენეური ბოჭკოებით, შედეგად სტრიების შესახედაობა საგრძნობლად უმჯობესდება. პროცედურის შემდგომ პაციენტებს აქვთ აქვს გლუვი, ელასტიური კანი.