მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

პოსტმენოპაუზა- GSM

GSM (მენოპაუზის გენიტო-ურინარული სინდრომი) მსოფლიოს მასშტაბით ქალებისთვის მზარდ პრობლემას წარმოადგენს. ჩრდილოეთ ამერიკის მენოპაუზის საზოგადოების მონაცემების თანახმად, 2025 წლისთვის პოსტმენოპაუზის მქონე ქალების რიცხვი გაიზრდება 1,1 მილიარდამდე, რომელთა ნახევარზე მეტს განუვითარდება ვულვო-ვაგინალური სიმპტომები, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მათ ცხოვრების წესზე, ემოციებსა და სექსუალურ ცხოვრებაზე.


მენოპაუზასთან დაკავშირებული ჰორმონალური ცვლილებები იწვევს ვაგინის ამომფენი გარსის გათხელებას, გამოშრობას, ნაკლებ ელასტიურობასა და ანთებისკენ მიდრეკილებას. FemiLift აახალგაზრდავებს ვაგინის ამომფენ გარსს, ზრდის რა ვაგინის კედლების სისქესა და აძლიერებს ბუნებრივ ლუბრიკაციას. მკურნალობა ამცირებს არაკომფორტულ სიმპტომებს, როგორიცაა ქავილი, წვა და ფრიქციები და ეხმარება სექსუალური ფუნქციის გაუმჯობესებაში.


კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

Femilift

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ