მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

კანის დაჭიმვა

ლიპოსაქციის პროცედურების გავლის შემდგომ, პაციენტებს ხშირად აწუხებთ ზედმეტი, მოდუნებული კანი დამუშავებულ ზონებზე.

აღნიშნული პაციენტს არა მხოლოდ უხერხულად აგრძნობინებს თავს ვიზუალური მხარის გამო, ასევე შეუძლია გამოიწვიოს კანის პრობლემები, როგორიცაა გამონაყარი და გაღიზიანება.

მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ლიპოსაქციის ტექნოლოგიები არა მხოლოდ ეფექტურ ცხიმის დაშრევებას ახდენს, არამედ აღადგენს კოლაგენურ ბოჭკოებს და ელასტიურ ქსოვილებს, ასტიმულირებს ფორმის შეცვლას, ამკვრივებს და აძლიერებს კანს.

 

ჩვენ ასევე გთავაზობთ სპეციალურ მილაკს, ექსკლუზიურად სახეზე და ყელის მიდამოში სამუშაოდ. აღნიშნული ინსტრუმენტი ახორციელებს სახის კანის ეფექტურ ლიფტინგს, როგორიცაა ცხვირ-ბაგის ნაკეცები, ყბის ძვალი და სახის ოვალი. კანის გამამკვრივებელი მილაკი ასევე გამოიყენება სახის კანის გაჭიმვის შემდგომ, ასიმეტრიის და მოდუნებული კანის მოვლისათვის.

 

LipoTight Cannulaსახის კანის გამკვრივება LipoTight მილაკით:

სპეციალური მილაკი მოწოდებულია ბრტყელ მრავალჯერადი გამოყენების ბოჭკოსთან ერთად. სპეციალური დიზაინის მქონე მილაკი იდეალურად მიესადაგება სახისა და კისრის მიდამოებს. ლაზერული ენერგია ეფექტურად გადაეცემა პირდაპირ კანქვეშ ჰიპოდერსმისის ზევით და ახორციელებს კანის ეფექტურ ლიფტინგს.


კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

BeautiFill By LipoLife

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ