მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
სხეულის წარმატებულად ფორმირება საჭიროებს, როგორც გამოცდილი ქირურგის, ასევე მოწინავე ტექნოლოგიების ჩარევას. ინოვაციური დანადგარი LipoLife აქრობს არასასურველ ჩამოკიდებულ ცხიმოვან ქსოვილებს, რისი მიღწევაც მხოლოდ დიეტითა და ვარჯიშით შეუძლებელია.
მსოფლიო ბრენდ ALMA-ს შემოაქვს ახალი სიტყვა ტუმესცენტური ლიპოსაქციის სფეროში. სხეულის ნებისმიერი მიდამოდან LipoLife ეფექტურად აშორებს ცხიმოვან ჯიბეებს, რომლებიც დიეტისა და ვარჯიშისადმი მედეგობით ხასიათდებიან. შედეგად თქვენ მიიღებთ გლუვ გამოძერწილ ფორმებს. ALMA-ს ბოლოდროინდელი ინოვაციები საშუალებას გაძლევთ მოაშოროთ არასასურველი ცხიმი მინიმალურად ინვაზიური მანიპულაციით და ნაკლები სისხლჩაქცევებით პროცედურის შემდგომ. ნაკლები ფიზიკური ძალისხმევით და მოკლე რეაბილიტაციის პერიოდით თქვენ მიიღებთ გასაოცარ შედეგებს.
LipoLife პროცედურისას, აუგმენტირებული ცხიმი ხასიათდება 95% ვიტალობით. პროცედურა არის სწრაფი და მოსახერხებელი. სრულად აღჭურვილი სამედიცინო ინსტრუმენტების ნაკრები დაგეხმარებათ მარტივად აღადგინოთ ქსოვილის მოცულობა.
ცხიმის უჯრედების შენარჩუნება მათი მაღალი სიცოცხლისუნარიანობით, ამასთანავე გაფილტრული უჯრედები, საშუალებას იძლევა ხარისხიანი ცხიმის ტრანსპლანტაციის და წარმატებული ავტოგენური ცხიმის ინექციით, გრძელვადიანი შედეგების მიღებად.
ზონები:
- ლოყები, ნიკაპი, კისერი
- მხრები
- მკერდი და გულმკერდის ზონა
- მუცელი
- გვერდები
- თეძოები და დუნდულები
- გარე თეძოები
- შიდა თეძოები
- მუხლების შიდა და წინა ნაწილი
- წვივის უკანა ნაწილი
- ნიკაპქვეშა (ნიკაპი/ყელი)
- გუნეკომასტია (მამაკაცის მკერდის ქსოვილი)
უნიკალრი AngelTM ლაზერული ბოჭკო
LipoLife მოწოდებულია ინოვაციური AngelTM რადიალური ბოჭკოთი, სპეციალური მილი (Mecedes Perforated) ახორციელებს ლაზერული სხივის გამოტყორცნას 360 გრადუსით. ლაზერული სხივის რადიალური ემისია (დაბალი სიმკვრივის ენერგიით მუშაობა) ხასიათდება არაერთი უპირატესობით ამცირებს დამწვრობის რისკს, თანაბრად ანაწილებს ენერგიას სამკურნალო ზონაზე, გაცილებით სწრაფად აცილებს ცხიმის უჯრედებს, მოიცავს ქსოვილის მოზრდილ ზონას და შედეგად ამცირებს მანიპულაციის ხანგრძლივობას. ბოჭკოების მიერ ლაზერული სხივის რადიალური ემისია პროცედურას ხდის მეტად უსაფრთხოს. ჰომოგენური კანის გამკვრივება უზრუნველყოფსგასაოცარი შედეგების მიღებას, რომელიც ხანრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.