მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
აკნე ანუ ფერიმჭამელა — თმის ფოლიკულისა და ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია. მისი მთავარი მიზეზია ცხიმოვანი ჯირკვლების ჭარბი სეკრეცია და ფოლიკულის დახშობა, რომელსაც ჰორმონული დარღვევები (გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების ჭარბი სეკრეცია), სებორეა, შაქრიანი დიაბეტი, ფუნქციონალური ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა უწყობს ხელს.
აკნეს განვითარებას აგრეთვე ხელს უწყობს ინფექციური დაავადებები, ავიტამინოზი, კანის არასაკმარისი ჰიგიენა. აკნე ხშირია სქესობრივი მომწიფების (გარდატეხის) ასაკში. ამ დროს სასქესო ჰორმონებისზემოქმედებით ძლიერდება ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება.
მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მრავალი მკურნალობის ვარიანტი, როგორც მედიკამენტები, ასევე სხვა, არა ტრადიციული მეთოდები, მათ ყველასათვის დადებითი ეფექტი არ გააჩნიათ. როდესაც აკნე მძიმე ფორმებშია წარმოდგენილი, ან არ ექვემდებარება მკურნალობას, საჭირო ხდება თანამედროვე გამოსავლის პოვნა.
მსოფლიო ბრენდი ALMA გთავაზობთ მრავალფეროვან, ეფექტურ და პაციენტებზე მორგებულ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ტიპის აკნეს სამკურნალოდ.
ClearSkin:
ახალი ClearSkin აპლიკატორი არის პირველი ტექნოლოგია, რომელიც აერთიანებს არა-აბლაციურ ლაზერს, თანმდევი კონტაქტური გაგრილებისა და ვაკუუმ ტექნოლოგიით, აკნეს უსაფრთხოდ და ეფექტური მკურნალობისათვის.
განკუთვნილია ყველანაირი სახის კანისთვის, არ ახასიათებს გვერდითი მოვლენები და მიიღწევა ნათელი, გლუვი შესახედაობა, შედეგი კი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება.
Alma Zero
Alma Zero იყენებს კრიო-თერმულ თერაპიის ძალას სხეულის ჰიპერაქტიური ჯირკვლების სამკურნალოდ, განსაკუთრებით მათი, რომელიც პასუხისმგებელია აკნეს (ასევე ჰიპერჰიდროზის) წარმოქმნაზე.
მკურნალობა იწყება ცივი ციკლით, სადაც კანის ტემპერატურა თანდათანობით მცირდება + 5 ° C- სა და 0 ° C- ს შორის, ამ ფაზის დროსა ლიპიდები კრისტალიზირდება.