აშკარად განსხვავებული!
ინოვაციური დანადგარის PICO CLEAR-ის შექმნით დაიწყო ახალი ერა ღრმა პიგმენტური ლაქების აღმოფხვრის და სხვადასხვა შეფერილობის ტატუს მოშორების სფეროში. ამასთან ერთად სასურველი შედეგების მიღება უკვე შესაძლებელია სულ რამოდენიმე სეანსში.
PICO CLEAR-ის მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია კანში, განსაკუთრებით მოკლე პიკოწამიერი ლაზერული იმპულსების გენერირებაზე. პიგმენტის მიერ აბსორბირებული სხივი, სამიზნე ქსოვილში მოხვედრისას ტრანსფორმირდება ფოტოაკუსტიკურ ტალღად,.ეს იწვევს პიგმენტის დანაწევრებას მიკრო ნაწილებად, რომლებიც იმუნური სისტემის მეშვეობით მარტივად გამოიდევნებიან ორგანიზმიდან.
რა შეუძლია PICO CLEAR-ს:
• მუქი შეფერილობის ტატუს მოცილება
• სხვადასხვა შეფერილობის ტატუს მოცილება
• რძისფერი ლაქების ალაგება
• კეთილთვისებიანი პიგმენტური ნადებების მკურნალობა
• აკნეს შემდგომი ნაწიბურების კორექცია
• ნაოჭების კორექცია
PICO CLEAR-ის უპირატესობები
ყველაზე მოკლე პიკოწამი, ბაზარზე არსებულ სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით. |
სხვადასხვა ლაზერული ტალღის სიგრძე. | ||
კომპლექსური გადაწყვეტილება სხვადასხვა სახის პიგმენტური ლაქების სამკურნალოდ და კანის გასაახალგაზრდავებლად. | მიესადაგება ნებისმიერი ტიპის კანს. | ||
ყველაზე მძლავრი პლატფორმა სხვადასხვა სიღრმის და შეფერილობის ტატუს მოსაშორებლად. | გაზრდილი შემოსავალი, მოკლე სეანსებში საუკეთესო შედეგების მიღებით. | ||
მაღალი მწვერვალოვანი სიმძლავრე. |
ნახეთ PICO CLEAR-ის ვიდეო პრეზენტაციები
შესაბამისი ტალღის სიგრძის მქონე ლაზერი მოქმედებს სამიზნე ობიექტზე, სხივი პენეტრირებს კანში შესაბამის სიღრმეზე და მოქმედებს ტატუში არსებულ მელანზე. | პიკოწამიერი ლაზერული სხივი, ფოტო აკუსტიკური ეფექტით ანაწევრებს ტატუს პიგმენტს უმცირეს ნაწილაკებად. | იმუნური სისტემა ახდენს უცხო ნაწილაკების იდენტიფიცირებას და რამოდენიმე სეანსის შემდგომ გამოდევნის მას ორგანიზმიდან. | ||||||
იმპულსის მოკლე ხანგრძლივობა
დღევანდელ დღეს მსოფლიო ბრენდი ALMA გთავაზობთ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ პლატფორმას სხვადასხვა შეფერილობის ტატუს ეფექტურად მოსაშორებლად. მთავარი ინოვაცია მდგომარეობს ლაზერული იმპულსის ხანგრძლივობაში. PICO CLEAR ბაზარზე არსებულ ყველა სხვა სისტემასთან შედარებით გთავაზობთ ყველაზე მოკლე იმპულსის ხანგრძლივობას - 300-350 პიკოწამამდე. განსაკუთრებულად ხანმოკლე მწვერვალოვანი იმპულსი უზრუნველყოფს საუკეთესო შედეგების მიღებას სულ რამოდენიმე სეანსში. PICO CLEAR-ი სპეციალისტებს საშუალებას აძლევს დეტალიზაციის გათვალისწინებით შეარჩიონ ინდივიდუალური მკურნალობის პარამეტრები თითოეული პაციენტისათვის. პარატემტრების არჩევა შესაძლებელია შემდეგი მონაცემების გათვალისწინებით: ტალღის სიგრძე, ენერგიის დონე, დამიზნების წერტილის ზომა, ენერგიის გადაცემის ფორმა და ლაზერული სხივის გამოტყორცნის სიხშირე.
PICO CLEAR-ის შეუდარებელი ტექნოლოგიები
ლაზერული იმპულსის მოკლე ხანგრძლივობა ძალზედ მნიშვნელოვანია პიგმენტურ ნაწილაკებთან საბრძოლველად. ხანმოკლე იმპულსი, უმოკლეს დროში უზრუნველყოფს ლაზერული სხივის იმ შესაბამის მექანიკურ ძალად გარდაქმნას, რომელიც საჭიროა სხვადასხვა შეფერილობის პიგმენტების უმცირეს ნაწილაკებად დასაშლელად. ამასთანავე რაც უფრო ხანმოკლეა იმპულსი, მით უფრო მცირე ნაწილაკებად დაიშლება პიგმენტი. მიზანი ტატუში არსებული პიგმენტის დაშლაა, პირველ ეტაპზე შედარებით მსხვილ ნაწილაკებად, ხოლო საბოლოოდ უმცირეს მტვრისებრ ელემენტებად, რომლებიც შემდგომ მარტივად გამოიდევნებიან ორგანიზმიდან.
ტრადიციულ Q-Switched ნანოწამიერ ტექნოლოგიებთან შედარებით, პიკოწამიერი ტექნოლოგით შესაძლებელია გაცილებით ხანმოკლე იმპულსების გენერირება. შედეგად აღნიშნული ტექნოლოგიის მეშვეობით, თქვენ მიიღებთ გაცილებით უკეთეს შედეგებს ბევრად ნაკლებ სეანსში.
აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არც ყველა პიკოწამიერი ლაზერული ტექნოლოგია არ არის ერთი და იგივე, მეტიც მათ შორის უდიდესი განსხვავებაა. მაგალითად 750 პიკოწამსა და 300 პიკოწამს შორის, ზუსტად ისეთივე განსხვავებაა, როგორიც ტრადიციულ ნანოწამიერ ლაზერულ ტექნოლოგიასა და მოწინავე პიკოწამიერ ტექნოლოგიას შორის. გაცნობებთ, რომ დღევანდელ დღეს ყველაზე მოკლე იმპულსის ხაგრძლივობით ხასიათდება სწორედ ინოვაციური ლააზერული დანადგარი PICO CLEAR.
PICO CLEAR-ის ბუნიკები
Picolor: ინოვაციური ბუნიკი საშუალებას გაძლევთ ცვალოთ დამიზნების წერტილის ზომა 2-10მმ-ამდე. მოწოდებულია სხვადასხვა სირთულის და სიღრმის პიგმენტური ლაქების და ტატუს მოსაშორებლად. Picolor აპლიკატორი მუშაობს, ორივე, სტანდარტულ (1064ნმ) და ორმაგ (532ნმ) Nd:YAG რეჟიმებში. მოცემული პარამეტრი მარტივად იცვლება ინტუიციური სამართავი პანელის მეშვეობით.
ჰომოგენიზატორი 1064 და ჰომოგენიზატორი 532: კვადრატული ფორმის ლაზერული სხივის მიმმართველი, უზრუნველყოფს დასამუშავებელი არეალის მაქსიმალურად ჰომოგენურ დაფარვას. მოწოდებულია 2 სხვადასხვა ზომით 3X3მმ და 5X5მმ. PicoLift: ფრაქციული ლაზერული მანიპულა 7X7მმ ზომის დამიზნების წერტილით. ახორციელებს კანის არაბლაციურ ფრაქცირებას, გარემომცველი ქსოვილების დაზიანების გარეშე. კანზე მიკროპერფორაციების გაჩენა უზრუნველყოფს კოლაგენური ბოჭკოების გამყარებას და ნეოკოლაგენეზის პროცესის სტიმულირებას. შედეგად ხდება კანის სრულყოფილი გაახალგაზრდავება. წინასწარ განსაზღვრული პარამეტრების წყალობით ხორციელდება სიღრმის აკურატული კონტროლი ხუთ სხვადასხვა დონეზე CLEAR-Y & CLEAR-R: მოცემული აპლიკატორები ზრდიან Picolor ბუნიკის შესაძლებლობებს, ვინაიდან გთავაზობთ ორ დამატებით ლაზერული ტალღის სიგრძეს. ისინი გამოიყენება რთული შეფერილობის მქონე ტატუების მოსაშორებლად. CLEAR-Y აპლიკატორი გამოიმუშავებს 585ნმ ტალღის სიგრძის მქონე ლაზერულ სხივს, სპეციალურად განკუთვნილია ცისფერი ტატუს მოსაცილებლად. CLEAR-R აპლიკატორი 650ნმ ტალღის სიგრძით, უზრუნველყოფს მწვანე და ფირუზისფერი ტატუების მოცილებას.

ALMA-ს ინოვაციური დანადგარი PICO CLEAR ექსკლუზიური პიკოწამიერი ტექნოლოგიის მეშვეობით უზრუნველყოფს გასაოცარი შედეგების მიღებას. მისი შედარება ძველ ნანოწამიერ ლაზერებთან ყოველგვარ აზრს მოკლებულია. ჩემი პაციენტები გაოცებულები არიან მოკლე სეანსებში მიღებული შეუდარებელი შედეგებით. სხვადასხვა ტალღის სიგრძის მქონე ლაზერული ტექნოლოგიების გამოყენება და დამიზნების წერტილების ფართო არჩევანი, ნამდვილად უდიდეს ინოვაციას წარმოადგენს ესთეტიკურ მედიცინაში. მე მაქსიმალური აკურატულობით იდეალურად ვერგები სხვადასხვა კლინიკურ ჩვენებას. ინტუიციური და თანამედროვე სამართავი პანელი საგრძნობლად ამარტივებს ჩემ სამუშაო პროცესს. ჩემი აზრით დღევანდელ დღეს PICO CLEAR არის უდაოდ საუკეთესო არჩევანი პიგმენტური ლაქების აღმოსაფხვრელად და სხვადასხვა შეფერილობის ტატუების მოსაცილებლად.