მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.

 

ტატუს მოცილება

როგორ უნდა მოაცილოთ ტატუ წარმატებით მოწინავე სამედიცინო ლაზერული ტექნოლოგიების მეშვეობით?

სხვადასხვა შეფერილობის ტატუს მოსაშორებლად აუცილებელია იმუშაოთ მაღალი სიმძლავრის ლაზერული აპლიკატორებით და ზუსტად განსაზღვრული ტექნოლოგიებით (განსაკუთრებით გასათვალისწინებელია ტალღის სიგრძე). ლაზერული სისტემა აუცილებელია გამოიმუშავებდეს საკმარის ენერგიას იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს მელანში სხივის აბსორბცია.

ზუსტი ტექნოლოგიების განსაზღვრა გულისხმობს შემდეგს - მაგალითად, მაღალი სიმძლავრის Q-Switched Nd:YAG 1064ნმ ტალღის სიგრძის მქონე ლაზერი ეფექტურად აშორებს მუქი ფერის ტატუს (შავი, ლურჯი მწვანე). მაშინ როდესაც 532ნმ ტალღის სიგრძის მქონე ლაზერი ეფექტურია ღია ფერის შემთხვევაში (წითელი, სტაფილოსფერი, ყვითელი). მსოფლიო ბრენდ ALMA-ს ლაზერული ტექნოლოგიების მოქმედების მექანიზმია, ტატუს მელანში შეღწევა და ვიბრაციით მელნის ნაწილაკების დაშლა. მოშუშების პროცესტან ერთად, ორგანიზმის იმუნური სისტემა უზრუნველყოფს დაზიანებული მელნის ნაწილაკების მოშორებას, დამუშავებული მიდამოს დანაწიბურების და ჰიპოპიგმენტაციის რისკის თავიდან აცილებით.

 

  

კლინიკური სურათები

შესაბამისი დანადგარები

Pico Clear

ALMA Q

Sinon II

Harmony XL Pro

გსურთ დაიწყოთ ბიზნესი
ესთეტიკის სფეროში 0,00 ინვესტიციით?
ჩვენი ექსპერტები ყველა კითხვაზე გიპასუხებენ