მსოფლიო ბრენდი ALMA მომხარებელს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო არჩევანს და 100-ზე მეტ სამკურნალო მეთოდს სთავაზობს. ექსკლუზიური და დაპატენტებული ტექნოლოგიების მეშვეობით თქვენ ეფექტურად შეასრულებთ ფართო სპექტრის სამედიცინო, ესთეტიკურ და კოსმეტოლოგიურ მანიპულაციებს . თითოეული მიდგომა უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოებით გამოირჩევა და დადასტურებულია მასშტაბური კლინიკური და სამეცნიერო კვლევების მიერ.
ნაიარევი და აკნეს მიერ დატოვებული ნაწიბურები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა პაციენტებში, რადგან ის ხშირად ვითარდება კანის ტრავმის შემდეგ.
როდესაც სხეული ჭრილობას მოაშუშებს, ფიბროზული ქსოვილი ჩაანაცვლებს დაზიანებულ კანს, რაც ნაიარევს წარმოშობს. თუ რა ტიპის ნაიარევი განვითარდება, დამოკიდებულია დაზიანების წარმოქმნის მიზეზებსა, ჭრილობის სიღრმეზე, ადგილმდებარეობაზე და სხვა განმასხვავებელ ნიშნებზე.
მსოფლიო ბრენდი ALMA, ნაწიბურებისა და აკნეს ნაწიბურების ეფექტური მკურნალობისთვის გთავაზობთ ინოვაციური დანადგარების ფართო სპექტრს. ექსკლუზიური ტექნოლოგიების წყალობით, პროცედურა არის ნაკლებად მტკივნეული, უსაფრთხო და საოცრად ეფექტური ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევაში.
თერაპია ჩაანაცვლებს შეკუმშულ ქსოვილს ჯანსაღი კოლაგენით, ამცირებს ან სრულიად აშორებს ნაიარევის ხილვადობას მინიმალური რისკით. პროცედურა ქირურგიულ მიდგომებთან შედარებით ნაკლებად მტკინვეულია, შედეგად კი, პაციენტი შესანიშნავ კლინიკურ შედეგს მიიღებს.